“ბაბალე” სოციალური საწარმოა, რომელიც
შეიქმნა 2015 წელს "საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის" მიერ. მისი
დამფუძნებლები და წევრები დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მოზარდების დედები
არიან.
ბაბალე- თანასწორ სამუშაო გარემოს ქმნის ყველასთვის. ის აერთიანებს ორ
სივრცეს- შემოქმედებით სახელოსნოს და სალონს სადაც იყიდება ნამუშევრები.
ბაბალეს შექმნა განაპირობა დედების მღელვარებამ,
თუ როგორი მომავალი ექნებოდათ მათ შვილებს გარემოში, სადაც დაუნის სინდრომის მქონე
ადამიანები ვერ ახერხებენ საკუთარი უნარების განვითარებასა და შესაძლებლობების რეალიზებას.
სწორედ ბაბალე აღმოჩნდა პირველი რომელმაც შექმნა დასაქმების პრეცედენტები.
ბაბალეს მრავალფეროვანი და უნიკალური პროდუქციის
შემოქმედებითი იდეების ავტორები დედები, შვილები და მათი მეგობრები
არიან.
აქ შეხვდებით როგორც ხელნაკეთ სუვენირებს/აქსესუარებს
- ხის, თიხისა და ქსოვილის, ისე მასიური წარმოების პროდუქტს- წინდები, სუფრები, წინსაფრები.
თითოეული პროდუქტის შექმნას თავისი ისტორია აქვს.
წინდები- დაუნის სინდრომის საერთაშორისო სიმბოლოდ
არის მიჩნეული მისი ქრომოსომის ფორმასთან მსგავსების გამო და მთელ მშოფლიოში 21 მარტის
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიჭღვნილ ჭრელი წინდების კამპანიებში გამოიყენება.
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობელთა მოძრაობა საქართველოში 2012 წლიდან შეუერთდა
მსოფლიო საზოგადოებას და ჭრელი წინდების კამპანიაში მთელი ქვეყანა ჩართო. 2018 წლიდან
კი ბაბალემ დაიწყო საკუთარი წინდების წარმოება.
ბაბალეს ანგელოზები- საწარმოს გახსნის დღიდან
მისი გამორჩეული პროდუქტია, რომელიც იქმნება სეზონების შესაბამისად. მის ხელით შექმნაში
ბაბალეს მთელი გუნდი არის ჩართული. მოგვიანებით ბაბალეს ანგელოზები დაუნის სინდრომის
მქონე ბავშვების პროტოტიპები გახდნენ და ნინო ჩაკვეტაძის სპეცილურად ბაბალესთვის შემქნილი
ხაზით შეაყვარეს თავი ყველას.
მომხმარებლების მიერ შეძენილი ნებისმიერი პროდუქციიდან
შემოსული თანხა ბრუნდება საწარმოს განვითარებაში და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისა
და მოზარდების დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერაში, ბაბალეს სხვადასხვა მიმართულებები
მათთვის უსასყიდლოა. სახელოსნოში ბავშვებს უტარდებათ არტ თერაპია, მოზარდები გადიან
წინა პროფესიულ მომზადებას, ახალგაზრდები კი სტაჟირებასა და მხარდაჭერით დასაქმებაში ერთვებიან.
ბაბალემ მისი არსებობის მანძილზე 200 მეტ ბავშვს,
მოზარდსა და ახალგაზრდას გაუწია მხარდაჭერა.