ქარ
No such results
ბაბალეს წინდა უკვე ბიბლუსში

ბაბალეს წინდა უკვე ბიბლუსში

დღეიდან, „ბაბალეს წინდას“ სრული კოლექციის შეძენა ბიბლუსის ქსელში, არა მხოლოდ თბილისში, არამედ ქუთაისში, რუსთავში, ბათუმსა და თელავში იქნება შესაძლებელი. ბაბალეს წინდა, სოციალური საწარმოს ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, წინდების დიზაინი შექმნილია ქართველი მხატვრების, ეროვნული მემკვიდრეობისა და დაუნის სინდრომის მქონე მოზარდების ნახატების მიხედვით.


რა შესაძლებლობას მისცემს საწარმოს და როგორ ზეგავლენას მოახდენს გაყიდვების სტიმულირებაზე ბიბლუსთან თანამშრომლობა, ბაბალეს მაღაზიის მენეჯერი, ნატალია სირაძე მოგვიყვება:


სოციალურ საწარმო ბაბალესა და ბიბლუსს შორის პირველი თანამშრომლობა, მარტის თვეში, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღსანიშნავად მოხდა. მაშინ როცა, ფანდრაიზინგ კამპანია #წინდამინდა მიმდინარეობდა. დაუნის სინდრომის მქონე მოზარდების ნახატების ინსპირაციით შექმნილი წინდები ბიბლუსის ქსელში იყიდებოდა, შემოსული თანხებით კი ქართველ და უკრაინელ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს დავეხმარეთ.


მას შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ თანამშრომლობის სხვა ეტაპზე გადავსულიყავით და არა მხოლოდ კონკრეტული კამპანიის ჭრილში განგვეხილა ჩვენი კოლაბორაცია.


ჩვენი საწარმოსთვის ნამდვილად დიდი გამოწვევა იყო ისეთ ქსელურ მაღაზიაში შესვლა, როგორიც ბიბლუსია. რა თქმა უნდა, დაგვჭირდა როგორც ფინანსური, ისე ადამიანური რესურსის მობილიზება, თუმცა სულ რაღაც 1 თვეში უკვე სრულყოფილად მზად ვიყავით თანამშრომლობის გასაახლებლად.


მიუხედავად იმისა, რო ბაბალეს წინდის შეძენა ჩვენი ონლაინ პლატფორმიდან მთელი საქართელოს მასშტაბით არის შესაძლებელი, ბაბალეს ამ ეტაპზე არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა ლოკაციებზე თბილისსა და სხვა ქალაქებში ჰქონდეს პირდაპირი გაყიდვების ადგილი, ბიბლუსი კი ამის ძალიან კარგ შესაძლებლობას გვაძლევს. ვფიქრობ და დარწმუნებულიც ვარ,  ჩვენი მომხმარებლებისთვის ბევრად უფრო კომფორტული იქნება, მათთვის ხელსაყრელ ადგილზე შეიძინონ ჩვენი წინდები. საწარმოსთვის კი, როგორც ავღნიშნე ძალიან დიდი გამოწვევაა იყოს ერთ-ერთ წამყვან მაღაზიათა ქსელში შესვლა.


ბაბალეს წინდა ამ ეტაპზე სრულ ქსელში არ არის წარმოდგენილი, გიზიარებთ კონკრეტული ფილიალების მისამართებს:


თბილისი


ბათუმი


რუსთავი 


ქუთაისი


თელავი 


2022-05-05