ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ტავ ჯორჯიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებს უმასპინძლა.
ღონისძიების ფარგლებში ბავშვები აეროპორტის სამუშაო პროცესს გაეცნენ, დაათვალიერეს თვითმფრინავის სხვადასხვა მოდელები და სახანძრო - სამაშველო სამსახური. დღის ბოლოს კი სტუმრებს რესტორანი ვენდისი გაუმასპინძლდა.