ქარ
No such results
მთავარი / წინდები / დავით კაკაბაძე - იმერეთი
დავით კაკაბაძე - იმერეთი
დავით კაკაბაძე - იმერეთი
დავით კაკაბაძე - იმერეთი
დავით კაკაბაძე - იმერეთი
დავით კაკაბაძე - იმერეთი

დავით კაკაბაძე - იმერეთი

0 შეფასებაშეგვაფასე
10.00 ₾

ხელმისაწვდომი:მარაგშია

კატეგორია:წინდები

SKU:9174251

ზომა:
1

ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, ხელოვნების მკვლევარი, გამომგონებელი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი.
დავით კაკაბაძემ შექმნა უსათვალო სტერეო-კინო აპარატის კონცეფცია, მუშაობდა 3D გამოსახულებაზე და მოდიფიცირებული განათების იდეაზე, მაშინ, როცა ყოველი სიტყვა და ქმედება ცენზურის ქვეშ იყო.როდესაც სურათის რომელიმე ნაწილს დაუსვამთ კითხვას რისთვის? პასუხი უნდა გამომდინარეობდეს ბუნებრივად თვით სურათის შემადგენელი ნაწილიდან - წერს დავით კაკაბაძე.

„ჩვენ ვდგავართ მსოფლიო ხელოვნების ცენტრში, რომლის მიზანია ხატულობის და ნახაზობის შეგნება. ამისთვის კი ერთი რამეა საჭირო, იმის გაცნობიერება, რომ ხელოვნების ყველა ნაწარმოების შექმნას წინ უნდა უძღოდეს მისი კონსტრუქციის კანონების ცოდნა“ ეს კანონები კაკაბაძის თქმით, ფიზიკურ კანონებზეა დამყარებული, ხელოვნება სხვა არაფერია თუ არა მათემატიკა, მათემატიკური პროპორცია, მათემატიკური შეფარდება. ამიტომაც წერს ასე კატეგორიულად - ხელოვნების ყოველი ქმნილების თვისება უნდა იყოს ზომა, რიგი და აზრი.
ზომა, რიგი და აზრი - ესაა დავით კაკაბაძის სამება, რომელსაც მხატვარმა არასდროს უღალატა.