ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი ელენე ახვლედიანის ნახატები მთავარ მოგონებებს გვნანან - მათსავით ოდნავ გადღაბნილები და წარუშლებები არიან, განსაკუთრებული სიყვარულით არის შესრულებული თბილისის, სიღნაღისა და თელავის ძველი უბნებისადმი მიძღვნილი პეიზაჟები. ქალაქების ნახვისას რთულია ელენეს პეიზაჟები არ ამოტივტივდეს მეხსიერებაში, თითქოს ეს საოცარი ქალაქები და ელენე ერთია.
ელენე აქტიურად მუშაობდა თბილისის ძველი უბნების ფიქსირებაზე. მოგვიანებით, არქიტექტორები ხშირად ეყრდნობოდნენ ელენე ახვლედიანის ნამუშევრებს, დედაქალაქის ძველი უბნების რეკონსტრუქციისას